პირველი ადგილი


\"\"

 

მე მქვია სოფო. მე ვჯირითობ ცხენით.

მე ვჯირითობ ცირკში.

მე ვჯირითობ აღლუმზე.

მე ვჯირითობ შოუში.

დღეს მე ვჯირითობ ცხენების შოუში.

 

\"\"

 

ჩემი ცხენი დარბის.

ჩემი ცხენი დახტის.

ჩემი ცხენი ცეკვავს.

ჩემი ცხენი საუკეთესოა. მას ჰქვია პეგი.

 

\"\"

 

დედაჩემი არ არის შოუზე.

დედა მუშაობს.

მამაჩემი შოუზეა.

ის უკრავს ტაშს. ის იცინის. მამაჩემი მამხნევებს.

შოუ დასრულდა. ჟიური აცხადებს გამარჯვებულებს.

„პირველი ადგილზეა სოფო და პეგი!“

 

\"\"

 

ჟიური მაძლევს ლურჯ ბაფთას.

მე ბედნიერი ვარ.

მამამ გულში მიკრავს.

ის უკრავს ტაშს.

 

\"\"

 

მე და მამა მივდივართ სახლში.

დედა სახლშია.

დედა ტაშს უკრავს.

დედა იცინის.

დედა გულში მიკრავს.

„შენი ბეჯითი შრომა დაფასდა!“ - ამბობს დედა.