ვატიკანი
ვატიკანი პატარა ქალაქია. ამ ქალაქში სულ 900-მდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქი ვატიკანი არც ერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. ვატიკანი თვითონაა ქალაქი-სახელმწიფო. ვატიკანი მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოა. ვატიკანი რომის ახლოს მდებარეობს. რომი იტალიის დედაქალაქია.
რომის პაპი
თქვენ უკვე იცით, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავს მეთაური. მეთაური მართავს სახელმწიფოს. ზოგიერთ სახელმწიფო მეთაურს პრეზიდენტი ჰქვია, ზოგს - მეფე, ზოგს - დედოფალი. ვატიკანის სახელმწიფოს მართავს რომის პაპი. რომის პაპს ირჩევენ. მისი გადარჩევის უფლება არავის არ აქვს. რომის პაპს შეუძლია სიკვდილამდე მეთაური იყოს, ან საკუთარი სურვილით გადადგეს. რომის პაპი ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია. ამავე დროს, ის მთელი კათოლიკური ეკლესიის მეთაურიცაა. რომის პაპს კათოლიკეები დიდ პატივს სცემენ.
პაპი ვატიკანში ცხოვრობს. მას ჰყავს დაცვა. რომის პაპის დაცვაში მხოლოდ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს ღებულობენ. ამის გამო რომის პაპის დაცვას შვეიცარულ არმიას უწოდებენ.
როგორ ცხოვრობენ ვატიკანში?
ვატიკანში ძალიან ბევრი ეკლესია და მუზეუმია. ვატიკანი ლამაზი ქალაქია. აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის. ამ ქალაქში ვერ ნახავთ ვერც ერთ აფთიაქს, საავადმყოფოსა და სილამაზის სალონს. ვატიკანში არ არსებობს საკუთარი სახლები. აქ ბინები არ იყიდება. მათ მხოლოდ აქირავებენ. ბინის ქირა ძალიან დაბალია. თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რატომ არ აქვს აქ ხალხს საკუთარი ბინები? ვატიკანი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამის შემდეგ მთელი ქალაქი-სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობად ითვლება. ამიტომ აქ ბინები სხვადასხვა ადამიანის საკუთრება ვერ იქნება.
ვატიკანში უყვართ ფეხბურთი. ვატიკანს ჰყავს საკუთარი საფეხბურთო გუნდი. ვატიკანი არ არის „ფიფას“ წევრი. „ფიფა“ საფეხბურთო გაერთიანებაა. „ფიფაში“ ვერ ითამაშებს გუნდი, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი მინდვრის ფეხბურთის მოედანი. ვატიკანში ბუნებრივი მინდვრის მოედანი არ აქვთ. ამის გამო ვატიკანელი ფეხბურთელები ვერ თამაშობენ „ფიფაში“.
ვატიკანში ბევრი ლამაზი ბაღია. ბაღებს აქ ძალიან უვლიან და უფრთხილდებიან. ვატიკანში ძალიან ბევრი შადრევანია. შადრევნები ქალაქს ძალიან ალამაზებს. ტურისტებს ძალიან მოსწონთ ვატიკანი.
3