READING.GE

ტრამვაი


 

შესავალი

ტრამვაი ერთ-ერთი, მატარებლის მსგავსი ტრანსპორტია. თქვენ შეიძლება ის სადმე გინახავთ კიდეც. ხუთი წლის წინ ტრამვაი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც არსებობდა და ქუჩიდან ქუჩაზე გადაჰყავდა ხალხი.

ტრამვაი მატარებელს ჰგავს, მაგრამ მატარებელივით სწრაფი და კომფორტული არ არის. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ტრამვაითი დიდხანს მგზავრობა არ არის გათვალისწინებული. იგი მხოლოდ მოკლე მანძილს გაივლის ქუჩებს შორის.

 

პირველი ტრამვაი

პირველი ტრამვაი ინგლისში გამოიგონეს და იგი, როგორც პირველი მატარებელი და პირველი მეტრო, ორთქლის ძალით დადიოდა. პირველი ელექტროძრავიანი ტრამვაი 1879 წელს გამოიგონა გერმანელმა გამომგონებელმა ვერნერ სიმენსმა და იგი გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის ქუჩებში დადიოდა. პირველი ტრამვაი ღია ტიპის იყო და შედარებით პატარა, შემდეგ ტრამვაის ვაგონები გაუმჯობესდა და დაგრძელდა.

 

პირველი ელექტროტრამვაი

როგორც უკვე გითხარით, საქართველოშიც იყო ტრამვაი. ჩვენთან ელექტროტრამვაი 1904 წელს გახსენეს. თუმცა, ელექტროტრამვაის შემოსვლამდე, საქართველოში იყო მსგავსი ტრანსპორტი, რომელიც ცხენის ძალით გადაადგილდებოდა და თბილისის ქუჩებში დადიოდა. ამ ტრანსპორტს კონკა ერქვა.

კონკა ძველ თბილისში

 

ტრამვაი დღეს

2006 წელს საქართველოში ტრამვაი საერთოდ გაუქმდა. ტრამვაის დიდი კონკურენცია გაუწია ავტომობილმა. როცა ავტომობილები მომრავლდა, მაშინ ტრამვაი ბევრ ქვეყანაში გაუქმდა - როგორც ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებშიც. ამერიკაში ტრამვაი ძალიან დიდხანს შეუცვლელი იყო და დღესაც მუშაობს.

თანამდროვე პრაღის ტრამვაი

მალე ევროპაში მიხვდნენ, რომ ტრამვაი ძალ

1

იან კარგი სატრანსპორტო საშუალება იყო და ზოგიერთ ქვეყანაში იგი ისევ აღადგინეს. მაგალითად, ჩეხეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში.

 

ბოლოსიტყვაობა

ტრამვაი, მართალია, არც ისე სწრაფი ტრანსპორტია, მაგრამ იგი ძალიან მოხერხებულია ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისათვის. არც ძალიან ძვირია. ტრამვაის აქვს აგრეთვე ერთი ძალიან კარგი თვისე

1

ბა: წვავს ელექტროენერგიას და არა ბენზინს. რადგან არ აქვს გამონაბოლქვი, ტრამვაი არ აბინძურებს ჰაერს და არ უქმნის საფრთხეს ჩვენს გარემოს.