ჰარი პოტერი


 

 

ჰარი პოტერი პატარა ბიჭი იყო. ჰარი ობოლი იყო, მას მშობლები არ ჰყავდა. ჰარი პოტერი ინგლისში ცხოვრობდა თავის დეიდასთან და ბიძასთან ერთად. ბიძას და დეიდას ჰარი არ უყვარდათ. ისინი ჰარის ცუდად ექცეოდნენ.

1

1

 

ერთ დღეს ჰარიმ წერილი მიიღო, მაგრამ ბიძამ წერილი დაუმალა. ჰარიმ წერილი ვერ წაიკითხა. ამის შემდეგ ათასობით წერილი ცვიოდა მათ სახლში. წერილების წვიმამ სახლი დააზიანა. ჰარი პოტერის ბიძამ იგი კუნძულზე წაიყვანა.

 

2

2

 

მალე ჰარის დაბადების დღე დადგა. ჰარი პოტერი 11 წლის გახდა. კუნძულზე ჰარისთან გოლიათი მივიდა. გოლიათს ჰაგრიდი ერქვა.

3

3

 

 

 

ჰაგრიდმა ჰარის უთხრა, რომ ჰარი ჯადოქარია. მისი მშობლებიც ჯადოქრები იყვნენ და ისინი ბოროტმა ჯადოქარმა ვოლდემორმა დახოცა.

 

4

4

 

ვოლდემორს ჰარის მოკვლაც უნდოდა. ჰაგრიდმა ჰარის წერილი გადასცა. წერილი ჰოგვორტსის სკოლიდან იყო. ამ სკოლაში ჯადოქრობას ასწავლიდნენ.

 

5

5

 

ჰარი პოტერი ჰოგვორტსის სკოლაში წავიდა. სკოლაში ჰარი ყველას უყვარდა. მას მეგობრებიც ჰყავდა: რონი და ჰერმიონი ჰარის საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ჰარიმ ჰოგვორსტის სკოლაში ჯადოქრობა ისწავლა.

 

6

6

 

ჯადოქრობა დაეხმარა ჰარის ბოროტი ვოლდემორის დამარცხებაში. ვოლდემორის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰარის მისი მეგობრები - რონი და ჰერმიონი დაეხმარნენ. ჰარი პოტერი სახელგანთქმული ჯადოქარი გახდა.

7

7

 

ჰარი პოტერის შესახებ ჯოან როულინგმა 7 წიგნი დაწერა. ბიჭის თავგადასავლების შესახებ გადაღებულია ფილმებიც. ჰარი პოტერი ბავშვების საყვარელი გმირია.

8

8