ძაღლი


 

ძაღლი შინაური ცხოველია. ძაღლი ოჯახში ცხოვრობს. ის ადამიანის მეგობარია. ძაღლი ერთგული ცხოველია. თუმცა, ძაღლები განსხვავებულები არიან. მათ განსხვავებული გარეგნობა აქვთ. ძაღლებს განსხვავებული ხასიათიც აქვთ. მათ განსხვავებული ნიჭი აქვთ.

 

ზოგი ძაღლი არის მაღალი.

 

 

ზოგი ძაღლი არის დაბალი.

 

 

ზოგი ძაღლი არის დიდი.

 

 

ზოგი ძაღლი კი პატარაა.

 

 

ზოგი ძაღლი შავია.

 

ზოგიერთი კი თეთრია.

 

 

ზოგიერთი ძაღლი ყავისფერია.

 

 

კიდევ არსებობს ჭრელი ძაღლი.

 

 

ლაქებიანი ძაღლიც არსებობს.

 

ძაღლი ძალიან ჭკვიანი ცხოველია. მას ადამიანი წვრთნის. ძაღლს ადამიანი უვლის. ძაღლს ადამიანი ეფერება.

 

არსებობენ ბრაზიანი ძაღლები.

ბრაზიან ძაღლს ავს ეძახიან.

 

 

არსებობენ კეთილი ძაღლები.

 

კიდევ მხიარული ძაღლები არსებობენ.

 

სხვადასხვანაირი ძაღლი სხვადასხვა საქმეს აკეთებს კარგად.

სხვადასხვა ძაღლი სხვადასხვა ჯიშისაა.

სხვადასხვა ჯიშის ძაღლი სხვადასხვა საქმეს აკეთებს კარგად.

ძაღლები ადამიანს სხვადასხვა საქმეში ეხმარებიან:

 

ზოგი ძაღლი კარგი დარაჯია.

ძაღლი, რომელიც კარგად დარაჯობს, ადამიანებს სახლის დაცვაში ეხმარება.

 

 

ზოგიერთი კი კარგი მეგზურია.

ძაღლი, რომელიც კარგი მეგზურია, ადამიანებს გზის პოვნაში ეხმარება.

 

ზოგი ძაღლი კარგი მონადირეა.

ძაღლი, რომელიც კარგად

ნადირობს, ადამიანებს

ცხოველების დაჭერაში

ეხმარება.

 

ზოგიერთი კი კარგი მოცურავეა.

ძაღლი, რომელიც კარგად ცურავს, ადამიანებს წყალში ეხმარება.

 

დღეს ძაღლის 400 ჯიში არსებობს.

ის ყველაზე დიდი ხანია, ადამიანის მეგობარია.

ძაღლს ადამიანის ოთხფეხა მეგობარსაც ეძახიან.