ჯეჯილი და ჭურჭელი (ჯ–ჭ)

ეს ჯანოა. ჯანო ბიჭია.

ეს ჯანოს ოჯახია. ჯანოს ოჯახი საჭმელს ჭამს. ჯანოს ოჯახი საჭმელს ზოგჯერ ერთად ჭამს.

ჯანოს მამა ჭამასთან ერთად სასმელს სვამს. ჯანოს მამა ჭაჭას სვამს. ჭაჭა არაყია. ჯანო ჭაჭას არ სვამს. ჯანო ბიჭია. ბიჭები ჭაჭას არ სვამენ. ჭაჭას კაცები სვამენ. ჯანო წყალს სვამს. ჯანო ჭის წყალს სვამს. ჯანო ჭის წყალს ჭიქით სვამს

 

ეს ჯილდაა. ჯილდა ბიჭი არაა. ჯილდა გოგოა. ჯილდას ოჯახიც საჭმელს ჭამს. ჯილდას ოჯახიც საჭმელს ზოგჯერ ერთად ჭამს. ჯილდას მამაც ჭამასთან ერთად სვამს. ჯილდას მამაც ჭაჭას სვამს. ჯილდაც სვამს. ჯილდაც ჭის წყალს სვამს.ჯილდაც ჭის წყალს ჭიქით სვამს.

 

ჯილდა ჯარჯის დაა.ჯარჯი და ჯილდა ოჯახის წევრები არიან.

ჭა ჯილდასია.ჭა ჯარჯისაცაა. ჭა ჯილდასი და ჯარჯისია. ჭა ოჯახისაა. ჭა ჯილდასა და ჯარჯის ოჯახისაა. ჭის მარჯვნივ ჯეჯილია.ჯეჯილი ჭის წყლით ჯეჯილობს. 

 

ჯილდას უყვარს ჭის წყალი. ჯარჯისაც უყვარს ჭის წყალი

 

ჭის მარჯვენა მხარეს ჭურჭელი დევს. ჭაზე წყლის ლერჯი ჭურჭელია. ჭაზე ლურჯი ჭიქაა. ჭიქა წყლის ჭურჭელია.ჯილდა ჭურჭლით სვამს ჭის წყალს. ჯილდა ლურჯი ჭიქით სვამს ჭის წყალს. ჯარჯიც ჭურჭლით სვამს ჭის წყალს. ჯარჯიც ლურჯი ჭიქით სვამს ჭის წყალს. ჭის წყალს ლურჯი ჭიქით ჯერ ჯილდა სვამს, მერე ჯარჯი. ჭის წყალს ლურჯი ჭიქით ჯერჯერობით ჯარჯისა და ჯილდას ოჯახის სხვა წევრები არ სვამენ. ჯარჯისა და ჯილდას ოჯახის სხვა წევრებს არ უყვართ ჭის წყალი. ჯარჯისა და ჯილდას ოჯახის სხვა წევრები არ სვამენ ჭიქით ჭის წყალს.