ჯანმრთელი ჯაბა (ჯ–ჭ)

ჯაბა ბიჭია. ჯაბა ჯანიანი ბიჭია. ჯაბა ჯანმრთელი ბიჭია. ჯაბას დიდი ბეჭები აქვს. ჯაბას დიდი მაჯები აქვს. ჯაბა ჯანიანი იმიტომაა, რომ ვარჯიშობს. ჯაბა დილაობით ვარჯიშობს. ჯაბა ჭიდაობითაა გატაცებული, ამიტომ ჯაბას დიდი ჯაფა ადგას. ჯაბას უნდა, რომ სპორტსმენი გამოვიდეს. ჯაბას უნდა, რომ მოჭიდავე გახდეს. მას ბევრი ვარჯიში სჭირდება. ჯაბა ჭიდაობს და ჭიდაობს. 

ჯანის გარდა, ჭიდაობისთვის ჯიბრია საჭირო. ჯაბა ჯიბრიანი ბიჭია. ჯაბა ჯიუტიცაა. ვარჯიშობს იმდენს, რამდენიც სჭირდება. რადგან  ჯაბა ბევრ ჯანს ხარჯავს, ამიტომ მას ბევრი ჭამაც სჭირდება. ჯაბას ჯანმრთელი საჭმელი  სჭირდება. იგი ბევრ ბოსტნეულს, ხილს და ხორცს ჭამს. ჯაბა ერთ ჯერზე სამ ჭიქა წყალს სვამს

ჯაბას არ უყვარს ჭარხალი, მაგრამ ჭარხალი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. ჯაბა ჭარხალს ყოველდღე ჭამს. ჯაბას ბადრიჯანი უყვარს. ბადრიჯნის კერძებს ჯაბა ყოველდღე სიამოვნებით შეჭამდა

ბადრიჯანიც საჭიროა ჯანრმთელობისთვის. ჯანმრთელ საჭმელზე ჯაბას ოჯახი ზრუნავს. ჯაბას ოჯახმა იცის, რომელია ჯანმრთელი საჭმელი

ჯაბას ძმა  ჰყავს. ჯაბას ძმას ჭოლა ჰქვია. ჭოლაც ჯანიანი ბიჭია. ჭოლაც ვარჯიშობს. ჭოლასაც დიდი ბეჭები და მაჯები აქვს. ოღონდ ჭოლას ჭიდაობა არ უყვარს. ჭოლას არ უნდა სპორტსმენობა. ამიტომ ჭოლას ჯაბასავით ბევრი ვარჯიში არ სჭირდება. ჭოლას ჭადრაკი უყვარს. ჭოლა ჭადრაკში ვარჯიშობს. ის ჭადრაკს კარგად თამაშობს. თუმცა ჭოლა მოჭადრაკეობასაც არ აპირებს. „ჭადრაკი ჭკუას ავარჯიშებს!“ - დაბეჯითებით ამტკიცებს ჭოლა. ჭოლა ბეჯითია. ჭოლა ჭკვიანია. ჭოლა ჯანიანიცაა, ოღონდ ჯაბა უფრო ჯანიანია.

 

აი, ასეთი ბიჭები არიან ჯაბა და ჭოლა. ჯანმრთელი, ჯანიანი, ჯიბრიანი, ბეჯითი და ჭკვიანები