ჯაბა და ჯიჯი (ჯ)

ეს არის ჯაბა. ეს არის ჯიჯი. ეს არის ჯილდა. ჯაბა მოსწავლეა. ჯიჯიც მოსწავლეა. ჯილდა მასწავლებელია.

  • –გამარჯობა, ჯაბა!
  • –გაგიმარჯოს, ჯიჯი!
  • –გამარჯობათ, ჯაბა და ჯიჯი! - ესალმება ჯილდა მასწავლებელი ჯიჯის და ჯაბას.
  • –გამარჯობათ, ჯილდა მასწავლებელო! - ესალმებიან ჯაბა და ჯიჯი ჯილდა მასწავლებელს.

ჯილდა ჯაბას და ჯიჯის ხატვას ასწავლის.

  • –ახლა ჯაბას ჯერია.ჯაბა, ჯერ მარჯვნივ ხატავ ჯიპს. ჯიპი არის ლურჯი. ჯიპში ჯარისკაცია. ლურჯი ჯიპის მარჯვნივ ოჯახია. ოჯახი ჯამში ხუთი ადამიანისგან შედგება, – ეუბნება ჯილდა მასწავლებელი ჯაბას.
  • –ჯიჯი, ჯერჯერობით ჯაბა ხატავს, შენ ჯეროვნად აკვირდები, შენი ჯერი ჯერ არ არის, – ეუბნება ჯილდა მასწავლებელი ჯიჯის. 
  • –ჯიჯი, ახლა შენი ჯერია. ჯაბა, ახლა შენი ჯერი აღარაა. ჯიჯი, შენ ხატავ ჯამბაზს. ჯამბაზს ლურჯი ჯემპრი აცვია. ჯამბაზს ლურჯი ჯორი ჰყავს. ჯამბაზი ჯორს ჯოხით ართობს.ჯამბაზი ჯორს ზოგჯერ ბადრიჯანს აჭმევს. ჯერჯერობით სულ ეს არის

ჯიჯიმ და ჯაბამ ნახატი დახატეს.

 

  • -ჯაბას ჯიპი, ჯიჯის ჯამბაზი, ჯაბას ჯარისკაცი, ჯიჯის ჯორი, ჯაბას ოჯახი, ჯიჯის ბადრიჯანი. ჯიპი, ჯამბაზი, ჯორი, ჯარისკაცი, ჯოხი, ბადრიჯანი, – ჯერჯერობით კარგია, - აჯამებს ჯილდა ჯიჯის და ჯაბას ნახატებს. ჯიჯის და ჯაბას ნახატები ერთმანეთს სჯობს.
  • -ჯამში ჯიჯიმაც და ჯაბამაც კარგად დახატეს, - აჯამებს გაკვეთილს ჯილდა მასწავლებელი.