ძიძია ძლივს იძინებს (ძ)

ძიძია ძალიან პატარა გოგოა. ძიძიას ძილი არ უყვარს. ძიძიას ძიძა ყოველთვის ძლივს აძინებს. ძიძია ძიძას დაძინებისას ძალიან აწვალებს. ძიძიას ძიძა მთელ ძალას ძიძიას დაძინებას ახმარს. ძიძიას დაძინებისგან დაუძლურებული ძიძა ძალიან მალე თვითონაც იძინებს.

ძიძია და ძიძა ძალიან წვალობდნენ დიდხანს. ძიძიას ძიძას ძმა დაეხმარა

ძიძიას ძმა ცხრა წლისაა. ძიძიას ძმას ძალიან უყვარს მულტფილმი „ძროხა და ძაღლი“. 

ძიძიას ძმა ძალიან ხშირად ეძებს მულტფილმებს ტელევიზორში. ერთხელ, ძალიან დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მულტფილმი „ძროხა და ძაღლი“ მოძებნა. მულტფილმში ძროხა ძალიან სასაცილოა. ძროხა ძალიან ბევრ ბალახს ძოვს. ძროხას ძალიან ბევრი ბალახის ძოვისგან რძით გაძეძგილი ჯიქანი და ტანი აქვს. რძით გაძეძგილ ჯიქანს ძროხა ძლივს მიათრევს. დამძიმებული ძროხა ძლივს ინძრევა. 

 

ძროხის გარდა, მულტფილმში მეორე გმირია - ძაღლი. ძაღლი ძალიან გამხდარია, მხოლოდ ძვალი და ტყავია დარჩენილი. ძაღლს მხოლოდ ძვლებს აჭმევენ. დაუძლურებული ძაღლი საჭმლისთვის სოფელში დაძუნძულებს. ერთხელაც ძლიერ დამშეული ძაღლი ძველი ღობის ბოძებსა და ძელებს შორის ძეწნაზე მიბმულ ძროხას მიუახლოვდა. ძაღლი ძროხას დაედევნა. ძროხამ სქელი ძაფით დაწნული ბაწარი გაწყვიტა, ძველი ღობე, ძელი და ბოძი მოგლიჯა და გაიქცა. რძით გაძეძგილ ჯიქანს ძლივს მიათრევდა ძროხა, ძაღლი მისდევდა და ყეფდა. ძროხისა და ძაღლის ამ ბრძოლის ამბავზე ყოველთვის იძინებდა ძიძია. დაძინების წინ ძიძიას ძიძა „ძროხისა და ძაღლის“ მულტფილმს ურთავდა. ძროხისა და ძაღლის ბრძოლით მოხიბლული ძიძია მხიარულად და ხალისიანად იძინებდა.