READING.GE

შიო შაშს თამაშობს (შ)

შაში უძველესი თამაშია. ეგვიპტეში ფარაონის აკლდამაში შაშის დაფა და შაშის ფიგურები აღმოაჩინეს. შაშს შავი და თეთრი ფიგურებით თამაშობენ. შაშის დაფაც შავი და თეთრი უჯრებისგან შედგება. შაში შეიძლება ითამაშო 100 ან 64 უჯრიან დაფაზე. შაშს მსოფლიოში ყველგან თამაშობენ. საერთაშორისო შაში საფრანგეთში შეიმუშავეს. შემდეგ საფრანგეთში შემუშავებული შაში მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

შიო ყოველ შაბათს სახლში შაშს თამაშობს. ამ შაბათსაც შაშის თამაში აქვს შიოს. შიო შალვას ეთამაშება შაშს. შიო შაშში სკოლის ჩემპიონია. სკოლაში შარშან ყველა დაამარცხა, ფინალში შალვას აჯობა. ამ შაბათსაც შალვას ეთამაშება სახლში. შიოს ეშინიაშემთხვევით შალვამ არ დაამარცხოს.

შიო შავი ფიგურებით თამაშობს. შალვა თეთრი ფიგურებით თამაშობს. შიოსა და შალვას შორის შაშში ანგარიში შიოს სასარგებლოდაა. შიოს შიში აქვს, შალვამ ანგარიში ამ თამაშის შემდეგ არ შეცვალოს. შიშის გამო შიო ფრთხილად თამაშობს.

 

შიოს შიში შაშის თამაშისას ბოლომდე შერჩა. შიშის გამო შალვასთან თამაშიც წააგო. შიოსა და შალვას შორის ანგარიში გათანაბრდა.  შიო და შალვა შუა კვირაში, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ისევ ითამაშებენ შაშს სკოლაში. შიოს შეუძლია, ანგარიში ისევ შეცვალოს.