თეო ნათესავებთან (თ)

ზამთარია. თოვს. ეზო თოვლით გადათეთრდა. თებერვალია. თებერვალში სულ თოვს. გარეთ სულ ცივა!თეო და თათო ოთახში არიან

- თეო, გცივა?

- არა, თათო! -  მოუთათუნა თათომ თეომ თათოს.

ოთახში თბილა. თაგუნიებმა თვალები მინაბეს. ზამთარში და სითბოში თეოს და თათოს სულ ეძინებათ.  

თეო თვითმფრინავშია. თეო ნათესავებთან მიდის. მეხუთე წელია, არ უნახავს თეოს ნათესავები. თიბო, ბათო და მათო მოუთმებლად ელიან ნათესავს. თაგუნიები საათებს ითვლიან. მალე უნდა ჩამოვიდეს თეო. თვითმფრინავი ოთხზე ჩამოდის. ახლა თერთმეტია. თითქოს საათი გაჩერდა

აი, თეო ჩამოფრინდა. აი, ნათესავებთანაა სტუმრად. მეხუთე წელია, არ უნახავს ნათესავები. თიბო, ბათო და მათო თეატრში ცხოვრობენ. თიბომ, ბათომ და მათომ მისამართი ბარათში მიუთითეს. მათ ბინა თეატრის თავზე აქვთ. ნათესავები თეოს ეფერებიან.

  • -თეო, ხომარგცივა?
  • -არა, თიბო - მოუთათუნათეომთათითიბოს.
  • -თეო, ერთითვეხომდარჩები?  
  • -მერეთათო? 

თიბომ, ბათომ და მათომ თეოს თეატრი დაათვალიერებინეს. თეოს მოუნდა თეატრში მთავარი როლის თამაში

თეო თეატრში მიიღეს. თეო თეატრში მთავარ როლს თამაშობს. ტაშია, თაგუნიებს ძალიან მოსწონთ თეოს თამაში

 

თეომ თვალი გაახილა. თათოს თათი მის თავზე ედო და ეძინა. თეოს გაეღიმა. „მართლა წავალ ჩემს თბილ ნათესავებთან“, - თავის თავს ეუბნება თეო.