READING.GE

ქუჩაში ქარი ქრის (ქ)

ოქტომბერია. ქუჩაში ქარი ქრის. ქუჩაში ქალი დგას. ეს ქალი ქეთია. ქეთის ქუდი აქვს. ქარი ქრის და ქეთი ქუჩაში დგას. ქეთი ქმარს ელოდება.

ქეთის ქმარი მანქანით მოვა. ქეთი ჩქარობს. ქუჩაში მანქანა დგას. ეს მანქანა ტაქსია. ტაქსი ექვსი ნომერია. 

იქით კიდევ ტაქსი დგას. ის ტაქსი უფრო ქვემოთაა. ის ტაქსი თექვსმეტი ნომერია. ქეთის ქმარი აგვიანებს.

- გამარჯობათ!

- თქვენ ვინმეს ელოდებით?

- დიახ. ქვემოთ დგას ტაქსი. ის არავის ელოდება.

- გმადლობთ!

ქეთი ქვემოთა მანქანასთან მიდის.

- გამარჯობათ!

- გამარჯობათ!

- თქვენ ვინმეს ელოდებით?

- არა, თავისუფალი ვარ.

ქეთი მანქანაში ჯდება.

ქეთი ჩქარობს. ქუჩის ბოლოში მანქანა ჩანს. ეს ქეთის ქმარია. ქეთიმ მანქანა იცნო. 

- უკაცრავად! არ წახვიდეთ. ჩემი ქმარი მოვიდა. იქით დგას

ქეთი მანქანიდან გადმოვიდა. ქეთი ჩქარობს

ქეთი მანქანასთან მიდის

- აქ ხარ? დიდი ხანია მოხვედი?

- დიდი ხანია. აქ ვიდექი. ქუჩაში ვიდექი, ქეთი, ვერ დაგინახე. უკაცრავად.

- ვერც მე დაგინახე. ტაქსით მივდიოდი. ძალიან ვჩქარობ.

- ვიცი, რომ ჩქარობ. წავიდეთ?

- წავიდეთ.

ქუჩაში ქარი ქრის. ქარი ქაღალდებს და ფოთლებს მიაქროლებს. ქეთი ჩქარობს. ქეთის ქმარი არ ჩქარობს. მანქანის ჩქარა ტარება არ შეიძლება. ქეთი ქუდს იხდის. ქეთი ქალაქის ბოლოში მიდის. იქ ქეთის მეგობარი ცხოვრობს. ქეთის მეგობარი ავადაა. ქეთი ექიმია. ქეთის ქმარიც ექიმია. ისინი ქეთის მეგობართან მიდიან. ქეთის მეგობარი ქარში გაცივდა. ქეთის მეგობარი მალე მორჩება. ქეთი კარგი ექიმია. ქეთის ქმარიც კარგი ექიმია. ქეთის მეგობარს ქეთის იმედი აქვს