READING.GE

საათი გაჩერდა ( გ )

 

საათი გაჩერდა ( )

 

მე გიული ვარ. ჩემი გვარია გოგია. მე გოგო ვარ. მე სკოლაში დავდივარ. სკოლაში ბევრი გაკვეთილი გვიტარდება. გუშინ 4 გაკვეთილი გვქონდა.ზოგჯერ 5 გაკვეთილი გვაქვს. დღეს 4 გაკვეთილი გვაქვს. ხვალ 5 გაკვეთილი გვექნება. ზეგ 5 გაკვეთილი გვექნება. ახლა გაზაფხულია. გარეთ კარგი ამინდია. გარეთ არ გრილა. მე სულ გარეთ მინდა. გუშინ სკოლაში ფეხით წავედი. სახლიდან გვიან გამოვედი. თურმე საათი გაჩერდა.

გზაში მეგი დეიდა შემხვდა. მეგი დეიდა გამყიდველია. ის კარგი ქალია. მეგი დეიდა სულ გვიღიმის.

- გიული, მგონი სკოლაში აგვიანებ. საათი გაჩერდა? - გამიღიმა მეგი დეიდამ.

- გვიანია? საათი გაჩერდა? მგონი გაკვეთილზე მაგვიანდება!

გზაში ძალიან ცხელა მე გავრბივარ. დავიღალე. გავრბივარ. გაკვეთილზე ვაგვიანებ. გული მიცემს.

გია მასწავლებელი მაგიდასთან ზის.

- გამარჯობათ, გია მასწავლებელო!

- გამარჯობა, გიული. შემოდი, დაგაგვიანდა - ამბობს გია მასწავლებელი.

- როგორ დამაგვიანდა! - ვამბობ მე.

გაკვეთილი გადის. გული აღარ მიცემს. მალე მეორე გაკვეთილია. წიგნი გადავშალე. რა კარგია გია მასწავლებელი! მე დამაგვიანდა. საათი გაჩერდა. გია მასწავლებელი არ გაბრაზდა...

როგორ დამაგვიანდა! მორჩა, გვიან აღარ გამოვალ!