READING.GE

ხათუნა ავადაა (ხ)

ხათუნა ხშირად ხდება ავად. დღეს ოთხშაბათია და ხათუნას ისევ სიცხე აქვს. დედამ ხელი დაადო შუბლზე და ხათუნას სხეული ძალიან ცხელია

დღეს სხვა ექიმი უნდა მოვიდეს. ხათუნას სხვანაირი მკურნალობა უნდა. ხათუნას ახლა ყელში მარცხენა მხარეს სტკივა

ხათუნას აღარ ახსოვს, ასე როდის იყო სხვა დროს ცუდად. ცხვირი გაწითლებული აქვს, ცხრა დღეა უკვე, სიცხე არ იკლებს... 

დედა კვერცხს ურევს რძეში და წამლის დალევას ახსენებს. ხათუნა ვახშამზე ვერ ჩადის. გუშინ ფეხის ფრჩხილი ეტკინა და საშინაო ფეხსაცმელს ვეღარ იცვამს... 

 

დედა ჩხუბობს: არ შეიძლება, არ ივახშმოს... მჩხავანა კატა უყურებს ხათუნას და სულ ჩხავის და ჩხავის  – ეცოდება ხათუნა...