მეხიკო


 

შესავალი

მეხიკო რომ მექსიკის დედაქალაქია, ყველას გაგიგიათ. მოდით, ახლა მეხიკოს ვეწვიოთ. გავიგოთ ამ უდიდესი ქალაქის დაარსების ისტორია, გავეცნოთ საინტერესო ფაქტებს ამ ქალაქის შესახებ და ვიმოგზაუროთ მეხიკოს ლამაზ და საინტერესო ადგილებში. მოდით, ვიმოგზაუროთ მეხიკოში.

 

მეხიკოს დაარსების ისტორია

მეხიკო მექსიკის დედაქალაქია. დღევანდელი მეხიკო ძველი ქალაქის - ტენოჩტიტლანის ადგილზე აშენდა. ქალაქი ტენოჩტიტლანი აცტეკებმა დააარსეს. აცტეკები მექსიკის უძველესი ტომია. ტენოჩტიტლანი ნიშნავს „წმინდა კაქტუსის ქალაქს“.

მეხიკო საკმაოდ რთულ ადგილზე არის გაშენებული. ტბის ნაპირზე, რომელიც წყლით იფარება და წყალში იძირება. მეხიკოს ირგვლივ ვულკანური მთებია. აქ ხშირია ვულკანები და მიწისძვრები. ალბათ, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეს აცტეკებმა ასეთ საშიშ და უცნაურ ადგილზე ქალაქის აშენება. არსებობს ლეგენდა ამ ქალაქის დაარსების შესახებ. აცტეკებმა ტბა ტესკოკოს ნაპირზე დაინახეს არწივი, რომელიც, კაქტუსზე წამომჯდარი, გველს გლეჯდა. არწივი აცტეკებისთვის ღმერთის სიმბოლო იყო. აცტეკთა ბელადებმა გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ნიშანი, რათა ქალაქი აეშენებინათ და მოსახლეობა ამ უცნაურ ადგილზე დაესახლებინათ. ამ ლეგენდიდან გამომდინარე, კაქტუსი მექსიკის სიმბოლოდ იქცა. კაქტუსი მექსიკის ეროვნულ გერბზეა გამოსახული. მექსიკაში საახალწლოდ ღია ცის ქვეშ კაქტუსს ბავშვები სათამაშოებით რთავენ, ისევე, როგორც ჩვენ - ნაძვის ხეს ვრთავთ.

 

საინტერესო ფაქტები მეხიკოს შესახებ

არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ მეხიკოსა და მექსიკაზე ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს. ზოგიერთი, ალბათ, გსმენიათ, ზოგი - არა. ზოგი ამბავი გაგაკვირვებთ, ზოგი, ალბათ, არა. შევეცდები, ბევრი საინტერესო რამ გიამბოთ...

მეხიკო სიდიდით ყველაზე დიდი ქალაქია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მეხიკო სიდიდით მეორე ქალაქია მსოფლიოში.

შოკოლადი ხომ ძალიან გიყვართ? შოკოლადი სწორედ მექსიკაში გამოიგონეს და მექსიკიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. შოკოლადის მსგავსად, ხორბალიც მექსიკიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მექსიკაში ცხოვრობს განსაკუთრებული კურდღელი. ამ კურდღელს ვულკანის კურდღელს ეძახიან. ის მარტო მექსიკაში ცხოვრობს.

 

ალბათ ისიც გაგიკვირდებათ, რომ პირველი ნაბეჭდი წიგნი ჩრდილოეთ ამერიკაში სწორედ მექსიკაში დაიბეჭდა მე-16 საუკუნეში. ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი უნივერსიტეტიც მეხიკოში დაარსდა და ისიც მე-16 საუკუნეში.

განათლებასთან და მეცნიერებასთან მექსიკელების სიახლოვე ბევრგან ჩანს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასტრონომთა პირველი კრება სწორედ მეხიკოში ჩატარდა.

მეხიკოში არაერთი სპორტული შეჯიბრიც ჩატარდა. მაგალითად, მეცხრამეტე ოლიმპიადა - 1968 წელს. მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში - 1970 და 1986 წლებში. მსოფლიოს უნივერსიადა - 1978 წელს.

მეხიკოს კიდევ ბევრი სხვა რამ გამოარჩევს. მეხიკოშია ხარებთან ბრძოლის ყველაზე დიდი მოედანი მსოფლიოში. ხარებთან ბრძოლა მექსიკელების ეროვნული სპორტის სახეობაა. სწორედ მეხიკოშია სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდი - აკაპულკოს საკონცერტო დარბაზი.

მეხიკო და მექსიკელები თავიანთი საკვებითაც გამოირჩევიან. მსოფლიოში ცნობილი კერძები: ტაკო, ბურიტო, ქესადილა და ტორტილა - მექსიკური კერძებია. ალბათ, ყველას გაგიგიათ ცეზარის სალათი... იცით, სად შეიქმნა ცეზარის სალათი?

 

სწორედ მეხიკოში, იტალიელმა მზარეულმა ცეზარ სარდინიმ შექმნა. შემდეგ ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ალბათ, სასმელი ტეკილაც გსმენიათ - ისიც მექსიკური ეროვნული სასმელია.

იცოდით, რომ მეხიკოში ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში. ეს ვულკანი მხოლოდ 13 მეტრია. ამ პატარა ვულკანის შიგნით პატარა კიბეა გაკეთებული. იცოდით თუ არა, რომ მეხიკოშია ყველაზე ძველი ხე მსოფლიოში. ის 12 მეტრი სიმაღლისაა.

 

მეხიკოს ღირშესანიშნაობები

მეხიკო ძალიან საინტერესო ადგილია. აქ არის 1400 მონუმენტი, 10 არქეოლოგიური ზონა, 80-ზე მეტი მუზეუმი, ფოლკლორის ათეული ცენტრი, 2000-ზე მეტი რესტორანი. მოდით, გავეცნოთ ყველაზე საინტერესო ადგილებს მეხიკოში.

 

ელ სოკალო

ელ სოკალო ერთ-ერთი ულამაზესი და საინტერესო ადგილია მეხიკოში და მთელ მსოფლიოში. მას საკონსტიტუციო პლაზა ჰქვია. ელ სოკალოს სკვერში ორი მნიშვნელოვანი შენობაა: მეტროპოლიტენის კათედრალი და ეროვნული სასახლე. ელ სოკალო უნიკალური ადგილია. აქ ახალი და ძველი ერთად და საინტერესოდაა თავმოყრილი. აქ არის უამრავი ახალი და ლამაზი შენობა, მაღაზია, კაფე, რესტორანი. ამავე დროს, აქვეა აცტეკების ნამოსახლარი უძველესი ნანგრევები, რომლებიც აცტეკების ყოფას ასახავენ.

. მეტროპოლიტენის კათედრალი

ეს კათედრალი ელ სოკალოს ტერიტორიაზე მდებარეობს. მეტროპოლიტენის კათედრალი უძველესი და უდიდესია მთელ სამხრეთ ამერიკაში. ეს კათედრალი სამი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა. მისი ეპარქია ყველაზე დიდია მსოფლიოში. კათედრალი ცნობილია თავისი მუსიკით, რომელსაც „კათედრალის ხმები“ ეწოდება

 

ეროვნული სასახლე

ეროვნული სასახლეც მეხიკოს ცენტრში მდებარეობს, ელ სოკალოს ტერიტორიაზე. ვაშინგტონის „თეთრი სახლის“ და მოსკოვის „კრემლის“ მსგავსად, მეხიკოს ეროვნული სასახლე მექსიკის პრეზიდენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელია. ძალიან ლამაზი ფრესკებია ეროვნულ სასახლეში. უძველესი და ულამაზესია სასახლის წითელი ფასადი. ეს წითელი ფასადი მეთხუთმეტე საუკუნისაა.

 

ჩაპულტეპეკის ციხე

ჩაპულტეპეკის ტყე ცნობილი ტყეა მექსიკაში. სწორედ ჩაპულტეპეკის ტყეშია აგებული უამრავი ციხე-სიმაგრე. ეს ციხე-სიმაგრეები მე-18 საუკუნეში ააგეს და მეხიკოს ერთ-ერთი ულამაზესია ადგილია. ციხე-სიმაგრეებში შეხვდებით ულამაზეს ავეჯს, საიუველირო ნაწარმს და ძალიან ლამაზ ფრესკებს. ფრესკები დახატულია ცნობილი მხატვრების მიერ. რაც მთავარია, ამ ციხე-სიმაგრიდან არის ულამაზესი ხედი მეხიკოზე. ნამდვილად ღირს ამ ადგილიდან გადმოხედვა და მეხიკოს სილამაზით დატკბობა.

 

ტემპლო მაიორი

ტემპლო მაიორი „დიდ ტაძარს“ ნიშნავს. ის უდიდესი და ულამაზესი ქვის პირამიდაა. ეს პირამიდა მეთოთხმეტე საუკუნეში აშენდა. ის აცტეკების ორ ღმერთს მიუძღვნეს. ომის ღმერთს და წყლის ღმერთს. ამ ორი ღმერთის საპატივცემულოდ, პირამიდასთან ერთად ორი ტაძარიც ააგეს. ტემპლო მაიორში ნანახია უძვირფასესი და ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები. აღმოჩენილი 3000 ხელოვნების ნიმუში ასახავს აცტეკების იმპერიის სიდიადეს. მაიორ ტემპლო რამდენიმე ძალიან საინტერესო ნაწილისაგან შედგება. აქ ნახავთ რვატონიან მრგვალ ქვას, რომელზეც გამოსახულია მთვარის ღმერთი. აქ ნახავთ აცტეკი მეომრების ორ ერთნაირ ძეგლს. მეომრები არწივის ფორმაში არიან გამოწყობილები. აქ ნახავთ უშუალოდ არწივის ქვასაც, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთ ღმერთს ეძღვნება. აქ შეხვდებით ულამაზეს აკლდამებს და სალოცავ ადგილებს. ტემპლო მაიორი მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო ადგილია.